შექმენით ძლიერი, შემთხვევითი პაროლი ერთი დაჭერით. აირჩიეთ სიგრძე და სიმბოლოების ტიპები. პაროლი თქვენს ბრაუზერში იქმნება, არსად იგზავნება და არ ინახება.
პაროლის გენერატორი – ინსტრუქცია
- აირჩიეთ პაროლის სიგრძე.
- მონიშნეთ, რომელი სიმბოლოები გინდათ: პატარა და დიდი ასოები, ციფრები, სპეციალური სიმბოლოები.
- დააჭირეთ „ახალი პაროლი“-ს და დააკოპირეთ შედეგი ღილაკით Copy.
ხშირად დასმული კითხვები
რამდენი სიმბოლო უნდა იყოს ძლიერ პაროლში?
ზოგადი რეკომენდაციაა მინიმუმ 12–16 სიმბოლო. მნიშვნელოვანი ანგარიშებისთვის (ელფოსტა, ბანკი) უფრო გრძელი პაროლი აირჩიეთ.
უსაფრთხოა თუ არა ონლაინ გენერატორით პაროლის შექმნა?
ეს გენერატორი პაროლს თქვენს ბრაუზერში ქმნის და სერვერზე არ აგზავნის. მაინც ჯობს, პაროლები პაროლების მენეჯერში შეინახოთ და ერთი პაროლი ორ საიტზე არ გამოიყენოთ.
რატომ სჯობს შემთხვევითი პაროლი?
ადამიანის მოფიქრებული პაროლი (სახელი, თარიღი, ჩვეულებრივი სიტყვა) ადვილად მისახვედრია, შემთხვევით პაროლს კი კანონზომიერება არ აქვს.